გიორგი კაჭარავა – უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება

უკრაინის საკითხში -ს პოზიციის ცვლილებების მიზეზებზე, კიევში ევროპელი ლიდერების ვიზიტზე, აშშ-სა და ევროპელების ძალისხმევის პერსპექტივებზე ს ომის დასასრულებლად, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ტრამპის მმართველობის 100 დღის შემდეგ, მსოფლიო ისე არ შეცვლილა, როგორც ამას აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ვარაუდობდა.
ბევრის შეფასებით, „ტრამპის საგარეო პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. ტრამპის მცდელობა განეხორციელებინა კისინჯერისეული პოლიტიკა, ჩინეთისაგან ჩამოეშორებინა რუსეთი უშედეგოდ დასრულდა“. მეტიც, მათივე აზრით, ამას წერტილი 9 მაისისთვის ჩინეთის ლიდერის სი ძინ პინის 4 დღიანმა ვიზიტმა დაუსვა წერტილი.
ტარიფების ომმაც ავნო მსოფლიო ეკონომიკას და აშშ-ევროპის ურთიერთობებსაც. რა გავლენა მოახდინა მსოფლიო წესრიგზე აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის საგარეო და სატარიფო პოლიტიკამ?
– საინტერესო შეფასება და მოსაზრებებია. აშკარაა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დასაწყისი უაღრესად და ალბათ უჩვეულოდ დინამიკური გამოდგა. ბევრისთვის ეს მოულოდნელია, ბევრისთვისაც გაუგებრობებით სავსე.
ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ამერიკის მხრიდან, მისი ახალი როლის ძიებასთან, რაშიც ძველი კონსტრუქციები აღარ მუშაობს. იმის გამო რომ აშშ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ და სამხედრო ძალას, ასეთი რყევები, სხვა, შედარებით მცირე მოთამაშეებისთვის უკვალოდ ვერ ჩაივლის.
მსოფლიო სწრაფად და მკვეთრად იცვლება, და ეს პროცესი დიდ გაურკვევლობას აჩენს. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება საერთაშორისო სისტემას, რომელიც აქამდე მეტ-ნაკლებად დაბალანსებული იყო და გარკვეულ წესებს ექვემდებარებოდა.
საქმე გვაქვს ამერიკის მხრიდან, მისი ახალი როლის ძიებასთან, რაშიც ძველი კონსტრუქციები აღარ მუშაობს. იმის გამო რომ აშშ წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ეკონომიკურ და სამხედრო ძალას, ასეთი რყევები, სხვა, შედარებით მცირე მოთამაშეებისთვის უკვალოდ ვერ ჩაივლის
ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლამ ცხადყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ხდება ევროპული უსაფრთხოების გადააზრება. ანუ აშშ-ს არ სურს კვლავაც თავისი რესურსებით იყოს ჩართული ევროპული მოკავშირეების დაცვის საქმეში.
ამან უბიძგა ევროპელებს სწრაფად გაიაზრონ ახალი რეალობა და მყისიერად შეცვალონ მიდგომები ამ საკითხთან მიმართებაში. ჯერჯერობით ეს გამოიხატება დამატებით საკმაოდ სოლიდური დაფინანსების გამოყოფაში.
მაგრამ, იმისათვის რომ აშშ სრულფასოვნად ჩანაცვლდეს ევროპელებით, კონტინენტის უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, ამას დასჭირდება დრო. გარდა ამისა, არა მგონია რომ აშშ მთლიანად გავიდეს ევროპული თეატრიდან, რადგან ეს მის სასიცოცხლო ეროვნულ უსაფრთხოების ამოცანებს ეწინააღმდეგება.
აღნიშნული აგრეთვე გამომდინარეობს უკრაინაში მიმდინარე ომის ცხელ ფაზასთანაც, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს დღევანდელი გლობალური უსაფრთხოების გადააზრების თვალსაზრისით. ამიტომ, ვფიქრობ ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისში ვართ და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ დინამიკაზე.
იმისათვის რომ აშშ სრულფასოვნად ჩანაცვლდეს ევროპელებით, კონტინენტის უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად, ამას დასჭირდება დრო. გარდა ამისა, არა მგონია რომ აშშ მთლიანად გავიდეს ევროპული თეატრიდან, რადგან ეს მის სასიცოცხლო ეროვნულ უსაფრთხოების ამოცანებს ეწინააღმდეგება
რაც შეეხება ტარიფებს, ეს მეორე განზომილებაა, რითაც აშშ-ს ადმინისტრაციამ შეარყია მსოფლიო სავაჭრო სისტემა. ასეთი მიდგომა, რასაკვირველია, იწვევს სხვადასხვაგვარ რეაქციას.
მაგრამ, როგორც ჩანს მიმდინარეობს მრავალმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან ამ საკითხის მოსაგვარებლად. ამის თვალსაჩინო მაგალითია გაერთიანებულ სამეფოსთან ახალი სავაჭრო-სატარიფო შეთანხმება, რომელიც მყისიერად იქნა შეჯერებული ორ მოკავშირე ქვეყანას შორის.
თუ მსოფლიო საფონდო ბაზრების დინამიკას გადავხედავთ, ბოლო დროს დაფიქსირებული დადებითი დინამიკიდან გამომდინარე, გლობალური ვაჭრობის მთავარი მოთამაშეებს შორის, სატარიფო ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, შეიძლება გამოვთქვათ ფრთხილი ოპტიმიზმი
საკვანძო ამ თვალსაზრისით იქნება აშშ-ჩინეთის მოლაპარაკება, რომელიც, როგორც ვიცით უკვე დაწყებულია. გლობალური ვაჭრობის თვალსაზრისით, აგრეთვე მნიშვნელოვანია აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-სატარიფო ურთიერთობების სწრაფი გარკვევა.
თუ მსოფლიო საფონდო ბაზრების დინამიკას გადავხედავთ, ბოლო დროს დაფიქსირებული დადებითი დინამიკიდან გამომდინარე, გლობალური ვაჭრობის მთავარი მოთამაშეებს შორის, სატარიფო ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, შეიძლება გამოვთქვათ ფრთხილი ოპტიმიზმი.
– ტრამპმა ვერ შეასრულა დაპირება რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში ომს უკრაინაში მალე დაასრულებდა.
თავიდან ტრამპი უკრაინასთან მიმართებაში ისეთ განცხადებებს აკეთებდა, რაც კრემლს და პუტინს უნდა მოსწონებოდათ. მხედველობაში მაქვს მისი განცხადებები იმაზე, რომ რუსეთს უნდა დარჩენოდა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, უკრაინას უარი უნდა ეთქვა ნატოში შესვლაზე უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და რუსეთს უნდა დარჩენოდა.
ტრამპის არჩეული ტაქტიკა უშედეგო გამოდგა. ახლა ამბობენ რომ აშშ თავის ტრადიციულ პოლიტიკას დაუბრუნდა, ევროპასთან დაიწყო ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ, 9 მაისისთვის მოსკოვში სი ძინ პინის ვიზიტმა აჩვენა, რომ უკრაინასთან ომში ახლა უკვე ღიად და დაუფარავად რუსეთს ჩინეთი უმაგრებს ზურგს.
ასეთ ვითარებაში ცხადი ხდება, რომ რუსეთ-უკრაინა-აშშ-ს სამკუთხედში ომის დასრულების მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვება ჩინეთიც. დიდი ალბათობით, ჩინეთს არ აწყობს უკრაინა-რუსეთის ომის მალე დასრულება, რადგან ომის პირობებში რუსეთი მეტად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე. საქმე კიდევ ისაა, რომ ჩინეთს არც უკრაინის გამარჯვება არ სურს.
ცოტა ხნის წინ უკრაინის გამარჯვება არც ტრამპს არ უნდოდა, მაგრამ ახლა როცა აშშ ევროპასთან ურთიერთობების დალაგებაზე დაიწყო მუშაობა, უკრაინის დამარცხება არა მარტო ევროპის, არამედ აშშ-ს დამარცხებაც იქნება.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები და მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით?
– დღევანდელი გადასახედიდან, აშშ-ს ძალისხმევა რუსეთთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით, უშედეგო აღმოჩნდა. აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკებების უშედეგობამაც, გარკვეული შედეგი წარმოშვა, კერძოდ – რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომელიც მსოფლიომ დაინახა. გამოჩნდა, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ თავის პირობებზე. ეს პირობები კი უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს.
აშშ-ს რუსეთთან მოლაპარაკებების უშედეგობამაც, გარკვეული შედეგი წარმოშვა, კერძოდ – რუსეთის მაქსიმალისტური მოთხოვნები, რომელიც მსოფლიომ დაინახა. გამოჩნდა, რომ რუსეთს ნამდვილად სურს ომის დასრულება, მაგრამ, მხოლოდ და მხოლოდ თავის პირობებზე. ეს პირობები კი უკრაინის კაპიტულაციას გულისხმობს
ძნელია წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინა ასეთ პირობებს დათანხმებოდა. ამიტომ, ჩემი აზრით, აღნიშნული პროცესი შემდეგ ეტაპზეა გადასული. ევრელი მოკავშირეებისთვის, აღნიშნული ახალი ეტაპის დაწყება გულისხმობს დასავლეთის მიერ უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიების შექმნას, რაც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, ცეცხლის შეწყვეტის ფაქტებზე რეაგირების სტრუქტურის ქონას, და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო წარმოების მრავალმხრივ და ფართო მხარდაჭერას.
გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბება. ეს, როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, რომლებიც მზად არიან თავიანთი სამხედრო კონტინგენტები გააგზავნონ უკრაინაში, როგორც უსაფრთხოების ერთ-ერთი კომპონენტი.
ევროპაში დაწყებული ახალი ეტაპი გულისხმობს, დასავლელი მოკავშირეების მიერ უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოების გარანტიების შექმნას, რაც მოიცავს ცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებას, ცეცხლის შეწყვეტის ფაქტებზე რეაგირების სტრუქტურის ქონას, და უკრაინის შეიარაღებული ძალებისa და სამხედრო წარმოების მრავალმხრივ და ფართო მხარდაჭერას. გარდა ამისა აქტიურად მიმდინარეობს „მსურველთა კოალიციის“ ჩამოყალიბება
როგორც ჩანს, უნდა შეიქმნას სათანადო პირობები, რომელიც უზრუნველყოფს, რუსეთის სამხედრო აგრესიის ბალანსირებას ბრძოლის ველზე. მეორე მხრივ, ეს ნამდვილად შეიძლება იქცეს ევროპული გაერთიანებული ჯარის საწყის წერტილად.
აღნიშნულს, თავის მხრივ, სამომავლოდ გააჩნია პოტენციალი, მთლიანად შეცვალოს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. პრეზიდენტ მაკრონის, ახლად არჩეული კანცლერ მერცის, პრემიერ მინისტრების სტარმერსა და ტუსკის კიევში ბოლოდროინდელი ვიზიტი, ზუსტად ამაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწყო კომუნიკაცია თეთრ სახლთან, რომლის დროსაც გარკვეული ასპექტები ხსენებული გეგმის შეთანხმებული იქნა აშშ-ნაც.
ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია აშშ-ს მხრიდან თურქეთისა და მისი პრეზიდენტის, ს ჩართვაზე ხსენებულ პროცესში, და ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე რომელიც ორშაბათიდან, 12 მაისიდან უნდა შევიდეს ძალაში.
გარდა ამისა, 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილია უკრაინასა და რუსეთს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები, სადაც პრეზიდენტ ზელენსკი მზად არის მონაწილეობის მისაღებად. ჩავა თუ არა ვლადიმირ პუტინი აღნიშნულ მოლაპარაკებებზე და ზოგადად რა პოზიციას დაიკავებს რუსეთი ამ პროცესთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით უცნობია.
მნიშვნელოვანია, რომ 9 მაისს, ქალაქ ლვივში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა 40 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა, სადაც გადაწყდა აამოქმედონ იურიდიული მექანიზმები, რათა შემდეგ ეტაპზე აამუშაონ სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების პროცესი. აღნიშნული სპეციალური ტრიბუნალის მიზანი იქნება გამოძიება და დასჯა იმ პირებისა, რომლებიც ბრალდებულები არიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში.
მოცემულ ეტაპზე, ნათლად გამოჩნდა მტკიცე ნება დასავლელი მოკავშირეების და უკრაინის მხრიდან, საფუძველი ჩაეყაროს რეალურ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესს, საომარი მოქმედებების შესაჩერებლად და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ცხადი ხდება, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი მხოლოდ რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება. ევროპელი მოკავშირეების და აშშ-ს ასეთი მიდგომა, პოტენციურად გახსნის შესაძლებლობას პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესებისთვის, რაც სავარაუდოდ ხანგრძლივი და რთული ამოცანა იქნება.
ცხადი ხდება, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება. ევროპელი მოკავშირეების და აშშ-ს ასეთი მიდგომა, პოტენციურად გახსნის შესაძლებლობას პოლიტიკური პროცესისთვის, რაც სავარაუდოდ ხანგრძლივი და რთული ამოცანა იქნება
ამავდროულად ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთის მხრიდან აღნიშნული პროცესის ტორპედირების შემთხვევაში, რაც გამორიცხული არაა, აშშ-ც და ევროპელი მოკავშირეებიც, მზად არიან კიდევ უფრო გაამკაცრონ სანქციები რუსეთის მიმართ, რასაც მისი ზომისა და წონის მიუხედავად რუსეთის ეკონომიკამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ვერ გაუძლოს.
– გერმანიაში კანცლერად ფრიდრიხ მერცის დანიშვნით ევროპაში გაძლიერდა უკრაინის მხარდამჭერ სახელმწიფოთა ჯგუფი.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს პოზიციის შეცვლამდე ევროპაში აქტიურად საუბრობდნენ ევროპის უსაფრთხოების ახალ სისტემაზე, ამ თემაზე მსჯელობები ევროპის პოლიტიკურ წრეებში მაინც გაგრძელდება.
სავარაუდოდ, ევროპის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ამჯერად აშშ-ს მონაწილეობით რა სიახლეებია მოსალოდნელი? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ გერმანია სამხედრო წარმოებას მართლაც გააძლიერებს და უკრაინას ომში რუსეთთან დაეხმარება?
– ამ საკითხზე ნაწილობრივ ვისაუბრე. ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა იქმნება. ეს განპირობებულია ერთი მხრივ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, და მეორე მხრივ აშშ-ს პოზიციით. ამიტომ, უდავოდ ევროპულ სახელმწიფოებს მოუწევთ ეს საკითხი გადაწყვიტონ, თან რაც შეიძლება სწრაფად. დღემდე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნატოს ფარგლებში ხორციელდებოდა. დღევანდელი დღის რეალობებიდან გამომდინარე, ევროპელებს მოუწევთ არსებულ მოცემულობაზე მორგებული თანამედროვე სისტემის შექმნა.
რთული ამოცანაა. მაგრამ, ევროპელ მოკავშირეებს ამ ამოცანის შესასრულებლად ყველა აუცილებელი შემადგენელი კომპონენტი გააჩნია. ეს უპირველესად ეხება უკვე არსებულ და საკმაოდ გამართულ სამხედრო ინფრასტრუქტურას და მისთვის საჭირო რესურსებს, რომელიც გამოიყო ამ ბაზის მოდერნიზაციისთვის და გაფართოებისთვის.
აგრეთვე, სამხედრო ტექნოლოგიებს და წარმოებას, რომლის ამოქმედება და განვითარებაც დაწყებულია.
ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა იქმნება. ეს განპირობებულია ერთი მხრივ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, და მეორე მხრივ აშშ-ს პოზიციით, დღევანდელი დღის რეალობებიდან გამომდინარე, ევროპელებს მოუწევთ არსებულ მოცემულობაზე მორგებული თანამედროვე სისტემის შექმნა
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს აკადემიური მომზადების სისტემა, ანუ სასწავლებლები და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი სამხედრო გამოცდილება და ტრადიციები. ამიტომ, ევროპული უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნა, რომლის ერთ ერთი უმთავრესი ნაწილი იქნება ევროპული არმია, სადაც უკრაინას ექნება უმნიშვნელოვანესი როლი, სულ მალე რეალობად იქცევა.
– უკრაინა-რუსეთის ომის მიმდინარეობისას ვითარება გართულდა ჰამასსა და ისრაელს შორის. მანამდე სირიიდან გაიქცა რუსეთის მხარდაჭერილი პრეზიდენტი ასადი. სირიაში ვითარება სწრაფად იცვლება, მაგრამ ჰამასსა და ისრაელს შორის ომი გრძელდება.
ბევრი თვლის რომ ყველა ამ ომების დაწყება, რუსეთის ინტერესში იყო, რომ აშშ-ს და დასავლეთს უკრაინისთვის არ მოეცალათ. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი დაპირისპირებაა დაწყებული ინდოეთსა და პაკისტანს შორის.
რა გავლენას ახდენს ინდოეთსა და პაკისტანს შორის დაწყებული ომი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე? სავარაუდოდ, რას უნდა ველოდოთ ორ დიდ სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირებისგან?
– სწორი ბრძანდებით. არაერთხელ ითქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა, გაამძაფრა მსოფლიოს სხვადასხვა პრობლემატურ წერტილში არსებული ვითარება. ეს ტალღა კაშმირის პრობლემასაც შეეხო.
მაგრამ, მე მინდა სხვანაირად შევხედო ამ საკითხს, ანუ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის კონფლიქტის ხელახლა განახლებაში რა როლი შეასრულა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა? ასე კითხვის დასმა ჩემი აზრით უფრო უპრიანი იქნება.
ამის გაანალიზების დროს მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთი ავტორიტეტული ამერიკული გამოცემის პუბლიკაციაზე, რომელიც იუწყებოდა, რომ აშშ და მისი ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებების დროს თითქოს და დათანხმდა ოკუპირებული და ანექსირებული ყირიმის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას. ამის ფონზე გაიხსნა ინდოეთ-პაკისტანს შორის არსებული კაშმირის ძველი იარა. შემთხვევითობაა? შესაძლებელია, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაციის ფონზე, ორი ბირთვული ქვეყნის სამხედრო ძალები სინქრონულად ამოქმედდნენ.
ჩემი პირადი გადასახედიდან, თუ ინდოეთ-პაკისტანს შორის განახლებულ კონფლიქტს, ჩინეთის მიერ ვიეტნამის ერთ-ერთი დაუსახლებელი კუნძულის დაკავებას დავუმატებთ, რაც პრაქტიკულად დროის იგივე მონაკვეთში მოხდა, ეს ყველაფერი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული, მეტ-ნაკლებად მიძინებული ნაღმების აფეთქების დიდ ალბათობაზე მეტყველებს.
თუ ინდოეთ-პაკისტანს შორის განახლებულ კონფლიქტს, ჩინეთის მიერ ვიეტნამის ერთ-ერთი დაუსახლებელი კუნძულის დაკავებას დავუმატებთ, რაც პრაქტიკულად დროის იგივე მონაკვეთში მოხდა, ეს ყველაფერი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული, მეტ-ნაკლებად მიძინებული ნაღმების აფეთქების დიდ ალბათობაზე მეტყველებს
ამის ტრიგერად ზუსტადაც რომ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარების პერსპექტივა შეიძლება გახდეს. ასეთი პრეცედენტული ქმედება პოტენციურად გზას გაუხსნის სხვა მსგავს პრობლემების ხელახლა ამოტივტივებას, რაც წესებზე დაყრდნობილი საერთაშორისო სისტემის რღვევას გამოიწვევს.
ამიტომ, ყოველივე ასეთი ცალკე აღებული ნაღმის განეიტრალება უნდა მოხდეს საერთაშორისო წესებზე დაყრდნობით, მით უმეტეს ორი ბირთვული სახელმწიფოს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ ინდოეთიც და ც, თავისი ბირთვული სტატუსიდან გამომდინარე, დაუბრუნდებიან შეკავების პოლიტიკას, რადგან კონფლიქტის გაღრმავება და გაფართოება უდიდეს საფრთხეს შეუქმნის როგორც ამ ორ ქვეყანას ისევე პოტენციურად გამოიწვევს შოკისებრ ტალღებს გლობალური მასშტაბით.
– 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების აღლუმი სსრკ-ს ტრადიციების სრული დაცვით გაიმართა. მართალია, ყველაფერი ისე არ იყო, როგორ პრეზიდენტ პუტინს უნდოდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მოსკოვში ჩატარებული ღონისძიებების მთავარი ამბავი იყო ის, რომ მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი ესწრებოდა.
დამკვირვებელთა ერთი ნაწილის მტკიცებით, სი-მა ტრამპს მოსკოვში ჩასვლით აჩვენა, რომ რუსეთი მისი გავლენის სფეროა. ამ ღონისძიებების ფონზე, სავარაუდოდ, რა გაგრძელება ექნება აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს უკრაინის თემაზე და ამ საკითხში მოვლენათა განვითარების რა სცენარებს უნდა ველოდოთ?
– მოსკოვში ჩატარებული აღლუმი და მასზე მოწვეული სტუმრები, თვალსაჩინოდ მეტყველებს რუსეთის მოკავშირე ქვეყნების წრეზე. სხვებთან ერთად, სი ძინ პინის ვიზიტი მოსკოვში ცალკე მდგომი მოვლენაა.
რა თქმა უნდა, ჩინეთს განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რუსეთისთვის, მაგრამ არსებული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, და თვით ჩინეთის ინტერესების გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელად მიმაჩნია ჩინეთის პირდაპირი ჩარევა უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში.
დღევანდელი დინამიკა გვიჩვენებს, რომ ჩინეთისა და აშშ-ს შორის მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც ევროკავშირთან ურთიერთობები გაცილებით მეტი მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე რუსეთთან.
დღევანდელი დინამიკა გვიჩვენებს, რომ ჩინეთისა და აშშ-ს შორის მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც ევროკავშირთან ურთიერთობები გაცილებით მეტი მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე რუსეთთან
აღნიშნული, რა თქმა უნდა განპირობებულია ჩინეთის დასავლეთთან უზარმაზარი ეკონომიკური კავშირებით და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხებით.
გამომდინარე აქედან, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები უფრო ორმხრივი საკითხია, და ამ ეტაპზე გლობალური ზეგავლენა არ გააჩნია. ეს ურთიერთობებიც, შესაძლოა, დაკორექტირდეს თუ რუსეთის მიმართ ახალი გამკაცრებული სანქციების შემოღება გახდა საჭირო დასავლეთის მხრიდან. სწორედ მისი ხისტი პოზიციებიდან გამომდინარე უკრაინის საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით.
ამრიგად, არსებულ მოცემულობაში რუსეთი გაცილებით უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე ვიდრე პირიქით.
– ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან სოხუმის აეროპორტში, უფრო ზუსტად ბაბუშარის აეროპორტში ფრენები აღდგა.
ვხედავთ, რომ რუსეთის ეტაპობრივად ითვისებს აფხაზეთს. ანუ, ამ ტერიტორიის ანექსიის კონტურები სულ მეტად ხელშესახები ხდება. ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული კი იყო, მაგრამ, პრაქტიკულად ეს განცხადებაც არაფრისმთქმელი იყო.
თქვენი აზრით, რა ხდება და რისთვის? უნდა ჰქონოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია, თუ კი სავარაუდოდ, როგორი?
– რუსეთის მიერ გადადგმული ასეთი ნაბიჯი მეტყველებს ამ ქვეყნის მტრულ დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. აღნიშნული ნაბიჯით დაირღვა საქართველოს კანონი ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, და საერთაშორისო რეგულაციები სამოქალაქო ავიაციის სფეროში.
რისთვის კეთდება ეს? რამდენიმე მომენტი არის ამ თვალსაზრისით გასააზრებელი. პირველი, ფრენების აღდგენა ხელს შეუწყობს უფრო მეტი მიზიდულობა შექმნას რუსული კაპიტალისთვის ს ასათვისებლად.
ოკუპირებული აფხაზეთი წარმოადგენს 215 კილომეტრიან სანაპირო ზოლს, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია მეტ-ნაკლებად ათვისებული. აეროპორტის ამოქმედებით, და პარალელურად სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენით, რომელიც ამ დღეებში განხორციელდა, ხდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა. ყოველივე ეს ხსენებული კაპიტალისთვის უფრო ხელსაყრელი საინვესტიციო პირობების ქმნის.
მეორე, შორს ვარ იმ აზრისაგან რომ მომხდარი მხოლოდ ტურიზმის სფეროში განსახორციელებელი ინვესტიციებისთვისაა გაკეთებული. ბაბუშარის აეროპორტის ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ადვილად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ხელსაყრელია სამხედრო ავიაციისათვისაც, თუ ამისი აუცილებლობა დადგა.
ბაბუშარის აეროპორტის ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მისი გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ადვილად შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება ხელსაყრელია სამხედრო ავიაციისათვისაც, თუ ამისი აუცილებლობა დადგა
ამ ვარაუდს ამყარებს სატესტო ფრენები რომელიც განახორციელა განსაკუთრებული მდგომარეობების სამინისტროს მძიმე ავიაციის თვითმფრინავებმა მარტის თვეში. ჩემი აზრით ეს იყო რეალური სატესტო ფრენები და არა პატარა გაბარიტიანი სამოქალაქო თვითმფრინავით, რაც ამ დღეებში ვიხილეთ.
საქართველოს რეაქცია ჯერ-ჯერობით ნამდვილად ძალზედ მოკრძალებულად ჩანს, არსებული პრობლემის და საფრთხეების მასშტაბებთან შედარებით. ამავდროულად, საქართველოს გააჩნია მძლავრი ბერკეტები, როგორც შიდასახელმწიფოებრივი ასე საერთაშორისო, ხსენებულ ვითარებაზე კანონიერი ზეწოლის განსახორციელებლად.ამაში შეიძლება მოიაზრებოდეს, საერთაშორისო ავიაციის სფეროში მოქმედი ყველა ორგანიზაციისადმი მიმართვა ბაბუშარის აეროპორტის უკანონო ექსპლუატაციასთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ გაკეთდა.
შესაძლებელია უფრო მკაცრი ზომების მიღებაც, რაც ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო სივრცის დახურვას რუსული საჰაერო ხომალდებისთვის, რაც უკიდურესად შეზღუდავს რუსეთის ავიაკომპანიების მოქმედების არეალს და გააფართოებს რუსეთის მიმართ არსებულ საჰაერო იზოლაციას. ყოველივე ხსენებული კანონიერი მექანიზმი, საქართველოს სახელმწიფოს ხელთ არის, და მათი გამოყენება დღეს თუ არა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია
გარდა ამისა, აეროპორტის უკანონო მართვის გამო ოპერატორი კომპანიის და რეისების შემსრულებელი ავია გადამზიდავების მიმართ სანქციების მოთხოვნა ყველა პარტნიორი ორგანიზაციისა თუ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან.
აგრეთვე, აღნიშნული ქმედებების უშედეგობის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია განიხილოს რუსეთის ავიაკომპანიების საქართველოში ფრენის საკითხიც, ანუ არსებული რეისების შემცირების ან სულაც შეწყვეტის თვალსაზრისით.
მეტიც, შესაძლებელია უფრო მკაცრი ზომების მიღებაც, რაც ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო სივრცის დახურვას რუსული საჰაერო ხომალდებისთვის, რაც უკიდურესად შეზღუდავს რუსეთის ავიაკომპანიების მოქმედების არეალს და გააფართოებს რუსეთის მიმართ არსებულ საჰაერო იზოლაციას. ყოველივე ხსენებული კანონიერი მექანიზმი, საქართველოს სახელმწიფოს ხელთ არის, და მათი გამოყენება დღეს თუ არა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვიტარიძისა და ანი ქავთარაძის სასამართლო პროცესი გადაიდო