რუბიო და ლავროვი ტელეფონით ესაუბრნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე სტამბოლში მოსალოდნელ მოლაპარაკებამდე სამი დღით ადრე ს საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 12 მაისს გამოქვეყნებული მოკლე შეტყობინებით, მინისტრებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინიციატივას 15 მაისს, სტამბოლში დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის შესახებ.
12 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს და -ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსაც.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მარკო რუბიომ თურქეთს მადლობა გადაუხადა რუსეთსა და ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ხელშეწყობისთვის და მიესალმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესაძლებლობას.
12 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დამყარების გზები.
10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.
ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით და რუსეთისგან პასუხს ელოდებიან.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს, სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად.
თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.
ფორუმი