თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში, გოქსუნთან, 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:37 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 5 კმ. იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.