გინტურის მკვლელობის შემდეგ, რუსეთი აცხადებს, რომ “აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ახალი გამწვავებების ასაცილებლად”

გინტურის მკვლელობის შემდეგ, აცხადებს, რომ “აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ახალი გამწვავებების ასაცილებლად”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მოადგილე აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოსთან მუშაობა ე.წ. საზღვარზე ახალი გამწვავებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით კირბალში მომხდარი “ინციდენტის” შემდეგ, რა დროსაც რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს.
ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული მედია ავრცელებს. მინისტრის მოადგილზე ქართველებს ადანაშაულებს ე.წ. საზღვრის კვეთაში.
“საქართველოს მოქალაქეების მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბოლო ინციდენტის ფონზე, ხაზი გაესვა თანათავმჯდომარეების უფრო ენერგიულ მუშაობას ოფიციალურ თბილისთან, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი გამწვავებები საქართველო-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზონაში”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გალუზინისა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლავროვის უწყების ცნობით, მათ შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.
“მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობის კონტექსტში, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ერთის მხრივ თბილისსა და სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების შემუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებაზე მათი შემდგომი დემარკირებით”, – ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გალუზინის გარდა ესწრებოდნენ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოსანუ, ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეები სამხრეთ კავკასიაში და გაეროს წარმომადგენელი.