ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლუქსემბურგის პარლამენტის – დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ კლოდ ვისელერს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ლუქსემბურგის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მან გაიხსენა 2022 წელს ლუქსემბურგში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი და თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოხატა. მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო კავშირების შემდგომ გაძლიერებაზე.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლუქსემბურგთან, როგორც ნატოსა და ევროკავშირის დამფუძნებელ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს. მან ლუქსემბურგის მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, საპარლამენტო დღის წესრიგსა და გეგმებზე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
შეხვედრა შედგა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია იმართება.
საქართველოს დელეგაციის წევრები არიან: პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა, არსებობს შუა დერეფნის დაუფლების ან სულაც გადაკეტვის ინტერესიც

გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებული უფრო მეტი ესწრებოდა, ვიდრე მოსყიდული