რომის პაპს და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეო XIV უკრაინაში მიიწვია

პირველი სატელეფონო საუბარი შედგა რომის პაპ ლეო XIV-სა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

ზელენსკის მიერ სოციალური ქსელებით 12 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, პაპს მადლობა გადაუხადა უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ძალიან აფასებს პაპის სიტყვებს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევისა და ტყვეების გათავისუფლების შესახებ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, ისაუბრეს რუსეთში დეპორტირებულ ათასობით უკრაინელ ბავშვზე. უკრაინას მათ დასაბრუნებლად ვატიკანის თანადგომის იმედი აქვს.

უკრაინის პრეზიდენტმა პაპს გააცნო კიევის და მისი პარტნიორების შეთანხმება 12 მაისიდან ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა და უთხრა, რომ რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ელოდებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეო XIV უკრაინაში მიიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს