შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ

შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ
„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა მედიასთან 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრისა და მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა უკრაინის მხარე 15 მაისს სტამბოლში რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრაზე არც მივიდეს, რადგან ზელენსკის ევრობიუროკრატია მართავს, რომელთაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ.
„კომპრომისები, კერძოდ კი, ფრონტზე მშვიდობის დამყარება პუტინმა თავიდანვე უარყო – არანაირი ერთთვიანი სამშვიდობო ზავი, მოლაპარაკებების დაწყება – კი ბატონოო. ასევე, გაურკვეველია ვინ იგულისხმება სტამბოლის შეხვედრაში მონაწილე მხარეებად, ანუ ვინ წარმოადგენს ორივე მხარეს 15 მაისს; მესამე – შეიძლება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს უკრაინის რომელიმე წარმომადგენლის სტამბოლში ჩასვლა, რადგან ევროპელი ლიდერების ნაწილმა შეიძლება მათ უბრალოდ აუკრძალონ ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება, რადგან იმ წინაპირობაში, რაც პუტინისთვის ცალსახაა და დანარჩენ ვარიანტს არც განიხილავს, რომ და უკრაინის ოთხი ოლქი – დონეცკი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და ხერსონი რუსეთს ეკუთვნის, ევროპელი ლიდერების ნაწილი სათავისო პერსპექტივას ვერ ხედავს. ეს საკითხი კი თუ არ განიხილება, არც მესმის, სხვა რაზე უნდა ილაპარაკონ, გინდა სტამბოლში და გინდა – მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წერტილში.
ამიტომ, უნდა დაველოდოთ 15 მაისს – საერთოდ, შედგება ეს შეხვედრა? ეჭვი მაქვს, რომ უკრაინის რომელიმე წარმომადგენელი სტამბოლში ჩავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ -ის პრეზიდენტი ზელენსკის ამისკენ მოუწოდებს. ეს კი იმ მიზეზითაა, რომ ზელენსკის დღეს მართავს არა ტრამპი, არამედ, ევრობიუროკრატია და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად, მათ ბრძანებებს შეასრულებს“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს