დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებაზე – რუსეთთან ულტიმატუმების ენით საუბარი არ შეიძლება

ულტიმატუმების ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გერმანიის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, თუ უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დღის ბოლომდე არ დათანხმდება, მაშინ ბერლინი, ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადების პროცესს დაიწყებს.
„გაფრთხილებები აქამდეც მოგვისმენია. ისინი ულტიმატუმის ფორმით გაჟღერდა. ულტიმატუმების მსგავსი ენით საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან მსგავსი ენით საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით სანქციების მომზადება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე დაიწყება.
„დრო მიდის. როდესაც ეს დღე გავა, სანქციების ზომები მომზადდება პოლიტიკური მრჩევლების დონეზე. ამის პარალელურად, ბრიუსელში ვამზადებთ სანქციების მე-17 პაკეტს“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე