სამწუხაროდ, დღეს საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა არის პოლიტიკური კონტექსტის ტყვე, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა და რომელსაც ბევრი განმაპირობებელი აქვს – როგორც კი ეს კონტექსტი მოიხსნება, იმ მომენტშივე საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა ამ ტყვეობიდან გამოვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
პაპუაშვილის შეფასებით, არსებობს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს ევროპაში საქართველოს მიმართ აქვს.
“ჩვენ ვხედავთ ერთის მხრივ მძიმე ტვირთს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ევროკავშირს აწევს. ევროპაში ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოს მიმართ მავნე მოლოდინები ჰქონდათ, რომ საქართველო ჩაბმულიყო ესკალაციის პოლიტიკაში ისე, რომ მათგან განსხვავებით არც ნატო გვიცავს და არც ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა. მეორეს მხრივ, ევროპაში არიან გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ყოფილ ავტორიტარ მმართველს მიხეილ სააკაშვილის მფარველობს და ცდილობს არა მხოლოდ დაიხსნას ის მისი კანონიერი სასჯელისგან, არამედ მისი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოიყვანოს.
აი, ეს ორი არასწორი მიდგომა, რაც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს საქართველოს მიმართ აქვს, როგორც კი მოიხსნება, იმ მომენტშივე ამ ტყვეობიდან გამოვა საქართველოს, ბრიუსელის და ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
