უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს სტამბოლში ჩავა, – ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბრისას თქვა, რომ ზელენსკი იქნება თურქეთში 15 მაისს, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს „მსურველთა კოალიციამ“ მოსთხოვა, რომ 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას დათანხმებოდა, თუმცა რუსულ მხარეს აღნიშნულ საკითხზე ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. ასევე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. ზელენსკი კი დათანხმდა რუსეთის ამ შეთავაზებას და პუტინს მიმართა, რომ პირადად დაელოდებოდა სტამბოლში მოლაპარაკებებზე.
1tv.ge
