აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ ტარიფების 115%-ით შემცირებაზე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს ერთმანეთისთვის დაწესებული საბაჟო გადასახადების შემცირების შეთანხმებას.
დღეს, 12 მაისს გამოცხადებული გადაწყვეტილებით, ჩინური პროდუქციისთვის დაწესებულ ტარიფს 145%-დან 30%-მდე შეამცირებს, ხოლო ჩინეთი ამერიკული პროდუქციისთვის დაწესებულ გადასახადს – 125%-დან 10%-მდე.
პირველ ეტაპზე ეს ტარიფები 90 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
ჟენევაში, გაეროს ოფისში მოლაპარაკებები გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ხე ლიფენი ხელმძღვანელობდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის ტარიფების დაწესება და ეტაპობრივად გაზრდა 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო. აპრილში ტარიფმა 145%-ს მიღწია. პეკინმა ვაშინგტონს ანალოგიური ზომებით უპასუხა.
ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სავაჭრო ომმა ფინანსური ბაზრები ჩამოშალა და რეცესიის საფრთხე შექმნა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ