საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 მსჯავრდებული ქალია.
“საქართველოს პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო – ამ დაპირისპირების ინიციატორი გახარია იყო და კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს