საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის ფასები ყველაზე ძვირი თურქეთშია, ყველაზე იაფი კი რუსეთში. Numbeo-ს 2025 წლის სტატისტიკაში, რომელიც 139 ქვეყნის მონაცემებს მოიცავს, თურქეთი 79-ე, ხოლო რუსეთი 134-ე ადგილს იკავებს.
მეზობელ ქვეყნებს შორის სურსათის სიძვირით თურქეთს მოსდევს სომხეთი, რომელმაც 86-ე ადგილი დაიკავა. შემდეგ ადგილი კი საქართველოს ერგო, რომელიც 104-ე ადგილზეა.
Numbeo-ს რეიტინგში 112-ე ადგილი დაიკავა აზერბაიჯანმა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, სურსათის სიიაფით მხოლოდ რუსეთს ჩამოუვარდება.
რაც შეეხება მსოფლიოს ქვეყნებს, 139 ქვეყანას შორის სურსათის ფასი ყველაზე ძვირია შემდეგ 5 ქვეყანაში:
· აშშ ვირჯინიის კუნძულები;
· შვეიცარია;
· ისლანდია;
· ბაჰამის კუნძულები;
· ბარბადოსი.
მსოფლიოში 5 ყველაზე იაფი ქვეყანა სურსათის კუთხით ასე გამოყურება:
· პაკისტანი;
· ავღანეთი;
· ეგვიპტე;
· ირანი;
· მადაგასკარი.
წყარო: BPN.GE
