“ჯერ მოლაპარაკებები ძირეულ მიზეზებზე და შემდეგ შეგვიძლია ზავზე საუბარი” – მარია ზახაროვა

“ბანკოვას წარმომადგენლები კარგად არ გაეცნენ ს პრეზიდენტის, ს განცხადების ჩანაწერს, თუ ვიმსჯელებთ სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების წინადადებაზე მათი რეაქციით” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მ.
მან პუტინის გუშინდელი გამოსვლის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ომის “ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე” ლაპარაკობდა.
„ბანკოვას რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, მათ კარგად არ წაიკითხეს რუსეთის პრეზიდენტის განცხადების ჩანაწერი. რუსეთის ლიდერმა ძალიან ნათლად და გარკვევით გამოხატა საკუთარი პოზიცია: ჯერ მოლაპარაკებები ძირეულ მიზეზებზე და შემდეგ შეგვიძლია ზავზე საუბარი“ – თქვა ზახაროვამ.
ცნობისთვის,პუტინმა 30 დღიანი ზავი უარყო და კიევს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა – სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება, წინაპირობების გარეშე. უკრაინული მხარე კი მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად ჯერ ცეცხლის შეწყვეტას ასახლებს.