პარაძალოსნობის მსოფლიოს თასის პირველ დღეს ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს

თბილისში პარაძალოსნობაში მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ქართველმა ძალოსანმა გოგონებმა ტურნირის პირველ დღეს სამი – ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ქართველი პარასპორტსმენი მირანდა გიგაშვილი ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა. მან 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში 68 კილოგრამი ასწია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 200 კილოგრამი ჩათვალა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი თამარ ჩალათაშვილმა მოუტანა. თამარმა 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში სამი მისვლის ჯამში 164 კილოგრამი ასწია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში