ტრამპი: პაკისტანმა და ინდოეთმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას -ს შუამავლობით

აშშ-ს პრეზიდენტი მის საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social წერს, რომ პაკისტანმა და ინდოეთმა -ს შუამავლობით სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს.
“აშშ-ს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების ხანგრძლივი ღამის შემდეგ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა სრული და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ვულოცავ ორივე ქვეყანას გონივრულობისა და ინტელექტის გამოჩენას” – ეს არის ინფორმაცია, რომელიც დონალდ ტრამპმა 10 მაისს გაავრცელა.
აშშ-ს პრეზიდენტამდე ორ ქვეყანას შორის ვითარების დასტაბილურება სცადა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რომელმაც მზაობა გამოთქვა მოლაპარაკებებში ამერიკის ჩართვაზე.
10 მაისის დილას ახალი სამხედრო შეტევა პაკისტანმა წამოიწყო ინდოეთის წინააღმდეგ რაც ს თქმით იყო პასუხი ინდოეთის მხრიდან მათ სამხედრო ბაზებზე მიტანილ შეტევებზე.
ინდოეთი ამბობს რომ ს თავდასხმის სამიზნეები არის არ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურა, სამოქალაქო ობიექტებიც.
როგორც ინდოეთი, ისე პაკისტანი საუბრობს მსხვერპლზე.
ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის 1999 წლის შემდეგ ყველაზე ინტენსიურ დაძაბულობას “დიდი შვიდეულის” ქვეყნების მხრიდან 9 მაისს თავშეკავებისკენ და პირდაპირ დიალოგზე გადასვლის მოწოდება მოყვა.
ფორუმი