ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ – ასე ეწოდება კონცერტების სერიას, რომლებიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში გაიმართება. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. პირველი კონცერტი 15 მაისს 19 საათზე თბილისში ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია ჩატარდება. გალა-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თამარ ლიჩელი – პიანისტი, ვალერიან შიუკაშვილი – პიანისტი, დავით ალადაშვილი – პიანისტი, ნატალია ქუთათელაძე – მეცო სოპრანო, გიგი პიანომენი – პიანისტი, ლიზი რამიშვილი – ჩელისტი, ვიქტორია ჩაპლინსკაია – პიანისტი, გიორგი შავერზაშვილი – პიანისტი და კომპოზიტორი, ნათია ქავთარაძე – პიანისტი, გიორგი ხაინდრავა – მევიოლინე, ნოდარ მდივანი – კლარნეტისტი, ქეთევან თავშავაძე – მევიოლინე, გივი გიგინეიშვილი – ბანი, მარიკა მაჩიტიძე – სოპრანო, ასაფ კლაინმანი – პიანისტი.
საკონცერტო პროგრამაშია: ა. მაჭავარიანის, დ. არაყიშვილის, ი. გეჯაძის, ი. ბარდანაშვილის, თ.ვაშაკიძის, რ. ლაღიძის, გ. პიანომენის, ს. ნასიძის, ვ. აზარაშვილის, გ. შავერზაშვილი ნაწარმოებები.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების” ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება თელავში, ქუთაისში, ბორჯომში, ბათუმში, სენაკში. პროექტის დასკვნითი საღამო თბილისში კონსერვატორიაში 5 დეკემბერს შედგება.
საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდება როგორც ქართველ კლასიკოსს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. შესრულდება ზ. ფალიაშვილის, მ. ლაღიძის, ვ. აზარაშვილის, ბ. კვერნაძის, გ. ყანჩელის, ს. ბარდანაშვილის, ი.გეჯაძის, დ. არაყიშვილის, მ. ბალანჩივაძის, ს. ნასიძის, ფ. ღლონტის, ნ. ჯანჯღავას ნაწარმოებები. გაიმართება ნაწარმოებების პრემიერებიც.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები მუსიკოსები: თამარ ლიჩელი, დავით ალადაშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, თემურ გუგუშვილი, გიორგი შავერზაშვილი, ლიზა რამიშვილი, გიგი პიანომენი, ვიქტორია ჩაპლინსკაია, ნატალია ქუთათელაძე, ნათია ქავთარაძე, ნოდარ მდივანი, ქეთევან თავშავაძე, გივი გიგინეიშვილი, ასაფ კლაინმანი, მარიკა მაჩიტიძე და სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“.
პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, დაგეგმილია, ასევე, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასების ჩატარება.
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა. საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, პარტნიორები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.