– მოვითხოვთ, რომ 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება

მოვითხოვთ, რომ 30-დღიან სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რომელიც 12 მაისიდან დაიწყება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შევთანხმდით, რომ სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ორშაბათიდან, 12 მაისიდან ამოქმედდეს, სულ მცირე, 30 დღით. ჩვენ ამას რუსეთისგან ერთად მოვითხოვთ და ვიცით, რომ მხარს გვიჭერს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ ევროპა და კოორდინირებულად მასშტაბურ სანქციებს დააწესებენ.
„30-ზე მეტი ქვეყანა მოითხოვს, რომ 12-დან დაიწყოს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, ყოველგვარი პირობების გარეშე. მონიტორინგს ძირითადად ამერიკელები განახორციელებენ, მაგრამ მონაწილეობას ყველა მიიღებს. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით, რომ მასშტაბური სანქციები იქნება. სანქციები ევროპელებსა და ამერიკელებს შორის კოორდინირებულად იქნება მომზადებული“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია