შსს-ს სტატისტიკის თანახმად 2025 წლის I კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) იზოლატორებში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 1090 პირი იყო მოთავსებული.
2025 წლის I კვარტალში იზოლატორებში სულ მოთავსებულია 3944 პირი, აქედან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამო 2804, ადმინისტრაციულით კი 1090. ასევე 50 მიგრანტი.
იზოლატორებში მოთავსებულთაგან 108 ქალია და 3836 კაცი. დაკავებულთა შორის ასაკობრივად 25-44 წლის ადამიანები ჭარბობენ. იზოლატორში მყოფთაგან 3533 საქართველოს მოქალაქეა, 411 კი უცხო ქვეყნის.
შსს-ს ინფორმაციით, სხეულზე არსებული დაზიანებები და პრეტენზიით მოთავსებული პირთა რაოდენობა არის 2576, მათგან 2428 დაზიანებები მიღებული აქვს დაკავებამდე. 40 დაკავებისას, 8 დაკავების შემდეგ. პოლიციის თანამშრომლის მიმართ პრეტენზია ჰქონდა 66 პირს, მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე 63-ს.
2025 წლის I კვარტალში ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა შორის 363 პატიმრობა შეეფარდა, მათ შორის 169-ს 10 დღე, 99-ს 5 დღე, 18-ს 12 დღე, 14-ს 2,13-ს 3 და 12-ს 7 დღე.
