ს საგარეო საქმეთა მინისტრი – თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ ჩვენც გავჩერდებით

თუ ინდოეთი ესკალაციას შეწყვეტს, მაშინ ჩვენც გავჩერდებით, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა განაცხადა.
„თუ იოტისოდენა საღი აზრი მაინც არსებობს, ინდოეთი გაჩერდება და თუ ისინი გაჩერდებიან, მაშინ ჩვენს იმავეს გავაკეთებთ“, – განაცხადა იშაქ დარმა.
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ „ახლა ბურთი ინდოეთის მოედანზეა“.
„ჩვენ მშვიდობა ნამდვილად გვსურს, რომელიმე ერთი ქვეყნის ჰეგემონიის გარეშე“, – აღნიშნა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა ასიფის განცხადებით, ქვეყნის ბირთვული არსენალის ზედამხედველობის ორგანოს ეროვნული სარდლობის სხდომა დაგეგმილი არ არის.
„ეროვნული სარდლობის სხდომა არ გამართულა და მსგავსი შეხვედრა დაგეგმილიც არ არის“, – განაცხადა პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი დიპლომატები – ევროკომისიის ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა ცხადყოფს ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს, კონსტიტუციის უგულვებელყოფასა და ეროვნული ინტერესების ღალატს

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს ქვეყნის მომზადებას ევროკავშირის წევრობისთვის, არა იმ ევროპის კავშირისთვის, რომელსაც ბრიუსელის ბიუროკრატია ევროპული შინაარსისგან ცლის და მხოლოდ კავშირად ტოვებს