უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო – კიმ ჩენ ინი

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთ კორეის ჩართვა სამართლიანი იყო.
Reuters -ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი ამას “მოძმე ერის” დასაცავად, “სუვერენული უფლებების განხორციელება” უწოდა.
მისივე თქმით, ფხენიანი უყოყმანოდ დაუშვებს სამხედრო ძალის გამოყენებას, თუ “გააგრძელებს სამხედრო პროვოკაციებს ს წინააღმდეგ“.
“ჩვენი მონაწილეობა კონფლიქტში სამართლიანი იყო და ეს შეესაბამება ჩვენი რესპუბლიკის სუვერენულ უფლებებს. მე ყველა მამაც ჯარისკაცს, ვინც კურსკის ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, გმირად და ერის ღირსების უმაღლეს წარმომადგენლად მივიჩნევ”, – თქვა მან.