საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, -ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.
მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები შეიკრიბებიან ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 14:00 საათზე აღევლინება პარაკლისი და დაიწყება საზეიმო მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ჩაერთონ ლოცვით მსვლელობაში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელჩის საქმე არ არის ჩაერიოს დამოუკიდებელი სასამართლოს საქმიანობაში. თუ აქამდე ცდილობდნენ რამენაირად შეეფუთათ დამოკიდებულება და თავიანთი გავლენების გაზრდის მცდელობები, ახლა ესეც აღარ ხდება

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა. მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა – არჩილ გორდულაძე