საქალაქო სასამართლოში, დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის პროცესი გაიმართა.
სხდომას ექვსივე ბრალდებული ესწრებოდა, მათგან ორმა სიტყვის უფლება გამოიყენა. დაცვის მხარემ პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთი, აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას, მეორე კი გამოძიების შეწყვეტას ეხებოდა. მოსამართლემ არცერთი მოთხოვნა არ გაიზიარა, რასაც ბრალდებულების მხრიდან ხმაური მოყვა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ, სხვა პირებთან ერთად, გლდანში ოთხ პირს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს.
მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედავებიან, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“