სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში – ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას

სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში – ლევან მაჭავარიანი ელენე ხოშტარიას
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ელენე ხოშტარიას მხრიდან, ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გამოეხმაურა.
„როდესაც დიპლომატიური კორპუსი ასეთი ტიპის კამპანიებზე დუმს, ისინი ირიბადაც და პირდაპირაც ამ ყველაფერს ახალისებენ, ვინაიდან იციან, რომ ამ ყველაფერს აორგანიზებენ ის „ენჯეოები“, ვინც მათივე ფულით ფინანსდებიან.
როდესაც მთელმა საქართველომ იცის, რომ უკვე წლებია, ძალიან დიდი ფულით ფინანსდები რუსეთის ბიუჯეტიდან შენ და მთლიანად შენი ოჯახი და კიდევ სხვას რომ დაუძახებ რუსეთუმეს, არ ვიცი, სარკეში ჩაიხედე ძილის წინ და შეიძლება, რაღაც ამოიცნო შენს თავში“, – განაცხადა მაჭავარიანმა ელენე ხოშტარიას მისამართით.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მედიაზე თავდასხმის ადგილად იქცა. ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა