ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ EU-ში, მაგრამ დიპპასპორტების მქონეებს, მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე – ჰერჩინსკი

ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ EU-ში, მაგრამ დიპპასპორტების მქონეებს, მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე – ჰერჩინსკი
“ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე. სანქციების მიღებას ამ ეტაპზე ერთსულოვნება სჭირდება, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეროვნული სანქციების დაწესება და ეს რიცხვი იზრდება. ვფიქრობ, პოლონეთი იყო ბოლო, რომელმაც ორი კვირის წინ ეროვნული სანქციებით შემოიფარგლებოდა და ჩემი უფროსები ბრიუსელში გააგრძელებენ მცდელობას, რომ სანქციები შეთანხმებული იყოს ევროკავშირის 27 წევრის დონეზე. ახლა, წევრი სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საზღვრებზე, ახორციელებენ ამ ერთობლივ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე. რატომ ვაკეთებთ ამას? რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ის საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან კი არ აახლოებდა, არამედ ევროკავშირის წევრობისგან დააშორა. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოსახლეობაზე იყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს, მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე” [თარგმანი ტვ პირველი]

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ