კაია კალასი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოზე – ევროკავშირი B და C გეგმებს ამზადებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირმა იცის, რა უნდა გააკეთოს, თუ უკრაინის გაწევრიანებაზე უნგრეთის ვეტოს დაძლევა არ მოხდება.
„ჩვენ გვაქვს გეგმა B და გეგმა C. თუმცა, ჩვენი ყურადღება A გეგმაზეა გამახვილებული, რაც ყველას მხარდაჭერის მოპოვებას გულისხმობს“, – განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ ევროკავშირი უნგრეთთან ვეტოს მოხსნის შესახებ დიალოგს აწარმოებს.
ს თავისი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი და ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება. ჩვენ უნგრეთის მთავრობასთან ვთანამშრომლობთ“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, მისი თქმით, თუ კომპრომისი ვერ მოიძებნა, ევროკავშირი მზადაა იმოქმედოს.
„თუ ეს არ გამოვა, ჩვენ უკვე ვმუშაობთ B გეგმაზე, მაგრამ არ გავამხელ. ჩვენ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. გაწევრიანების პროცესი, ან როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ, გაერთიანების პროცესი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც“, – განაცხადა კალასმა.