პუტინთან ერთად ტრიბუნაზე აფხაზი მებრძოლი ახრა ავიძბაც იმყოფებოდა

უკრაინაში ს მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეების მიერ დაფუძნებული ინტერნაციონალური დაჯგუფება „პიატნაშკას” ლიდერი, ახრა ავიძბა ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მოსკოვში, 9 მაისის აღლუმზე ტრიბუნაზე რუსეთის პრეზიდენტ-ვლადიმერ პუტინთან ერთად იჯდა.
„საერთაშორისო ბრიგადა „პიატნაშკას“ და მის მეთაურს ახრა ავიძბას დონბასის ტერიტორიაზე არაერთი სამხედრო დანაშაული და დარღვევა ედება ბრალი. ეს ბრალდებები მოიცავს მაროდიორობას, სამხედრო ტყვეთა წამებას და უკანონო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას“, — წერს „დოჟდი“.
ახრა ავიძბა 2008 რუსეთს-საქართველოს წლის ომში მოხალისედ იმყოფებოდა ცხინვალში. დონბასში ავიძბა (საბრძოლო სახელი „აფხაზი“) 2014 წლის ივლისში ჩავიდა და ინტერნაციონალური ბრიგადა „პიატნაშკა“ ჩამოაყალიბა. მან 2015 წელს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირის წოდებაც მიიღო.
2017 წელს ავიძბა აფხაზეთში დაბრუნდა და მარტის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობდა. კენჭს იყრიდა სოხუმის პირველ საარჩევნო ოლქში, თუმცა დამარცხდა.
რუსეთის პრეზიდენტ ს მიწვევით, მოსკოვში აღლუმს ასევე დაესწრნენ ოკუპირებული სა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, ბადრა გუნბა და ალან გაგლოევი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ