პაველ ჰერჩინსკი ვარშავაში მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ვწუხვარ, მაგრამ ეს გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით – სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი

ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, რატომ არ მიიწვიეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვარშავაში, კანდიდატი ქვეყნების მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე.
ჰერჩინსკის თქმით, ეს უკიდურესად სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია.
„ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი რეალობა, რომ სულ უფრო მეტი მოვლენა ხდება, მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი. ეს გამოწვეულია იმ ქმედებებით, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობების რეალობა“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის, ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ მიწვეულები. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველო არ იყო მიწვეული.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა