“ცისარტყელა” – ირანის საიდუმლო ბირთვული ობიექტი – რას წერს მედია

Fox News-ის ინფორმაციით, მათ ექსკლუზიურად მოიპოვეს თანამგზავრიდან გადაღებული კადრები, რომლებზეც ირანის ოპოზიციური ჯგუფის განცხადებით, გამოსახულია მანამდე საჯაროდ უცნობი ბირთვული იარაღის ობიექტი.
ახალი იდენტიფიცირებული ობიექტი მდებარეობს ირანის სემნანის პროვინციაში, ქვეყნის უკვე ცნობილ ბირთვულ ობიექტებიდან მოშორებით. როგორც ირანის წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო (NCRI) აცხადებს, შიდა წყაროებიდან მოპოვებული დაზვერვითი მონაცემები მიუთითებს ფართო ტერიტორიაზე განლაგებულ კომპლექსზე, რომელიც დაახლოებით 1,012 ჰექტარს მოიცავს.
როგორც წერს გამოცემა, ობიექტის კოდური სახელწოდებაა ცისარტყელა (Rainbow Site), უკვე 10 წელზე მეტია ფუნქციონირებს და შენიღბულია, როგორც ქიმიური პროდუქციის საწარმო სახელწოდებით Diba Energy Siba.
NCRI-ის წყაროების თანახმად, ობიექტის ძირითადი დანიშნულებაა ტრიტიუმის, რადიოაქტიური იზოტოპის მოპოვება, რომელიც ბირთვული იარაღის ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია