პუტინმა II მსოფლიო ომში გამარჯვების დღე მიულოცა ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ლიდერებს და ქართველ ხალხს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავი მიულოცა.
სიაში არიან დსთ-ს [დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა] წევრი ქვეყნები – აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ასევე თურქმენეთი და . მისალოცთა სიაში მოხვდნენ არაღიარებული და სამხრეთ ოსეთი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა გამარჯვება ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ლიდერებს მიულოცა, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში კი ხაზგასმულია, რომ მილოცვა ეხება ხალხს და არა ქვეყნების ლიდერებს.
მილოცვაში არ არის ნახსენები და უკრაინელი ხალხი.
✉️ On the occasion of #Victory80, President #Putin sent greetings to the Leaders of Azerbaijan, Armenia, Belarus, Kazakhstan, Kyrgyzstan, Tajikistan, Turkmenistan, Uzbekistan, Abkhazia, South Ossetia, and Israel, as well as to the peoples of Georgia and Moldova.… pic.twitter.com/tr9YAbCGrm — MFA Russia 🇷🇺 (@mfa_russia) May 8, 2025
ნაციზმზე გამარჯვების დღეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, მათ შორის, საქართველოც 9 მაისს აღნიშნავს, დანარჩენი მსოფლიო კი – 8 მაისს.