ზურაბ ბატიაშვილი: ამიტომ გილოცავთ ევროპის დღეს!

“ისევ 9 მაისის შესახებ:
რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გავიხსენოთ ნებისმიერი ბოროტების (მათ შორის ფაშიზმის) წინააღმდეგ მებრძოლი გმირები. ოღონდ, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი.
გერმანიის უპირობო კაპიტულაციის აქტი ძალაში შევიდა 8 მაისს 23:01 სთ-ზე ცენტრალური ევროპული დროით. ამ დროს კი მოსკოვში უკვე 9 მაისის 00:01 სთ იყო.
თუმცა, საომარი მოქმედებები არც ამ დროს დასრულებულა, რადგან საბჭოთა კავშირი, როგორც მონღოლური ურდოთა “ღირსეული მემკვიდრე”, 15 მაისამდე განაგრძობდა შეტევებს იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორიები ჩაეგდო ხელში ცენტრალურ ევროპაში.
სსრკ-ს ისეთ სატელიტ ქვეყანაშიც კი, როგორიც ოკუპირებული გდრ (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) იყო, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი აღინიშნებოდა.
9 მაისის აღნიშვნა წმინდა წყლის საბჭოთა და დღეს უკვე პრორუსული მოვლენაა. დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისს აღნიშნავენ ძირითადად პრორუსული ქვეყნები. მის აღნიშვნაზე ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკებიდან უარი თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, უკრაინამ და მოლდოვამ.
ამიტომ, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა აღინიშნოს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოკუპანტი ქვეყნის დროით.
ფაშიზმმა და ბოლშევიზმმა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამიტომ ბოლშევიზმიც ისეთივე დანაშაულია, როგორიც – ფაშიზმი!
9 მაისი კი ევროპის დღეა, რადგან შუმანმა სწორედ 1950 წლის 9 მაისს წამოაყენა იდეა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირს!
ამიტომ გილოცავთ ევროპის დღეს!” – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს