სახალხო დამცველმა ს #3 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო თავისუფლება აღკვეთილი პატიმრები მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა ს #3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული უვადო თავისუფლებააღკვეთილი პატიმრები მოინახულა და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების 2 წლიანი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„სახალხო დამცველმა პატიმრებთან აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშზე ისაუბრა, სადაც უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულების მიმართ განხორციელებული მართლმსაჯულების, ასევე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკანონმდებლო და პრაქტიკული ანალიზია წარმოდგენილი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელი ვიზას წარმოაჩენს როგორც წყევლას, თითქოს წყევლა იყოს ვიზის აღება – ასე დაწყევლილები ვართ მაშინ ბრიტანეთისგან, ირლანდიისგან, აშშ-სგან! არის ვიზის საჭიროება? – ავიღებთ ვიზას