მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 16 მაისს გაგრძელდება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მომდევნო სასამართლო პროცესი 16 მაისს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
დღევანდელი სხდომა, რომელზეც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხებოდა, დასრულდა.
ირაკლი დგებუაძემ სასამართლო ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვა.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას შევთანხმდით უახლესი ფრანგული აღჭურვილობისა და რაკეტების მიწოდების დაჩქარებაზე – ვაფასებთ, რომ მზად არის, ხელის შეგვიწყოს სხვა პარტნიორებთან საუბარში, რომელთაც საჭირო რაკეტები აქვთ