ხაზარაძის განცხადებაზე – ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად

მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ თამჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს.
მისი თქმით, პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.
„ხელისუფლების დამარცხების ფორმულა არის ის, რომ უნდა შეიქმნას მძლავრი პოლიტიკური ცენტრი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიას გარეთ, რადგან ეს ორი პარტია დღევანდელი მოცემულობით გადალახვა 5%-იან ბარიერს. პარტიები უნდა გაძლიერდეს ცალ-ცალკე და მათ შორის, თუ „ლელოს“ განახლებული შემადგენლობა ხელს შეუწყობს ამ პარტიის გაძლიერებას და შემდეგ დიდ კოალიციაში ვიხილავთ მათ, ეს წაადგება ოპოზიციურ ფლანგს. პოლიტიკური მენტალიტეტი არ არის დამოკიდებული ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არიან პოლიტიკაში თუ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში. აქ მთავარია მიდგომები და ღირებულებები. მე მგონია, რომ ვარ ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი ოპოზიციურ ფლანგზე და თავს ვგრძნობ 33 წლის პოლიტიკოსად. ამიტომ არაფერი „ლელოს“ განცხადებაში საკრიტიკო არ არის“, – განაცხადა გოცირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ოპოზიციაში ტრაგიკომიკურ ჟანრს ვუყურებთ: შეიძლება, კაცის კვლა, დაწვა, გამოხატვის თავისუფლებაში შეიყვანონ – ლაზარე გრიგორიადისის „გაგმირება“ გვახსოვს, შემდეგ რა სცადა „ხანდაზმულმა ლაზარემ“, ელისაშვილს ვგულისხმობ, ისიც ვნახეთ

ირაკლი კირცხალია – ვსაუბრობთ ოპტიმიზაციასა და ეფექტურობაზე, რაც კონვერტირდება ერთ რაიონში ლამაზი, თანამედროვე სტანდარტების სამთავრობო ქალაქის შექმნის იდეაში – ეს არცერთ ვარიანტში ბიუჯეტს არ უნდა დააწვეს