თაზო დათუნაშვილი – ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი , არ გამოუშვებენ პოლიტპატიმრებს და დემოკრატია არ დაუბრუნდება რელსებს

ესტონეთის სანქციებიც ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა , – ასე გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრი, თაზო დათუნაშვილი ესტონეთის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას.
თაზო დათუნაშვილის განცხადებით, სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არ ჩაინიშნება.
„მაშინ, როდესაც ხელისუფლება ძალადობას, უვარდება აქტივისტებს სახლებში, აწიოკებს პატარა ბავშვებს და ორსულ ქალებს, როდესაც ჯოჯოხეთს ვხედავთ, აბსურდს, რომელიც მიმდინარეობს პოლიტპატიმრების პროცესზე, როდესაც ხელისუფლების მეტი და მეტი წარმომადგენლები ისვრებიან იმ ბოროტებაში, რასაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა ჰქვია, ამ ყველაფერს მოჰყვება მეტი რეაქცია ჩვენი მეგობრებისგან, მეტი სანქცია, ქართველი ხალხის მეტი მხარდაჭერა და ესტონეთის სანქციებიც ამას ადასტურებს, რომ არავის ამ ქვეყანაში არ გაუვა საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობა, ჩვენი დემოკრატიის, დამოუკიდებლობის ხელყოფა და ამაში საქართველო და ჩვენი თანამოქალაქეები არ ვართ მარტოები, ჩვენი მეგობრები ჩვენს გვერდით დგანან. ესტონეთს სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ეს სანქციები მხოლოდ გაღრმავებისკენ წავა მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება,პოლიტპატიმრები არ იქნებიან გამოშვებული და ამ ქვეყანაში დემოკრატია არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ რელსებს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, ესტონეთმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება “კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ რიგითი ადამიანების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობას არ ეთანხმება”.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად