Forbes-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გამოცემის Forbes USA -ს ჟურნალისტს რაჰიმ რაბიმოვს მასპინძლობს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში გამოცემის წარმომადგენელი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას – Artisanal Heritage of Georgia ამზადებს.
„ტურის ფარგლებში Forbes-ის ჟურნალისტმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი, საჩხერე, ხარაგაული, ბაღდათი მოინახულა, გაეცნო ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. იმერეთში მოგზაურობის შემდეგ რაჰიმ რაბიმოვი აჭარას ეწვია, სადაც ბათუმი, გონიო, აჭარისწყალი და დანდალო დაათვალიერა.
Forbes-ის ჟურნალისტი სტატიას საქართველოს ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, კულინარიასა და ღვინის შესახებ ამზადებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს