ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ MEGOBARI Act-ის მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
“საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები საგანგაშოა და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ველოდებით.
ევროკავშირმა რეაგირება მოახდინა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომების მიღებით და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებით”, – აცხადებენ ევროკომისიაში.
