ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ

ვიმედოვნებთ, რომ ინდოეთი და რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას არ დაუშვებენ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ინდოეთში ჩასვლისას განაცხადა.
„ჩვენს რეგიონს მშვიდობა სჭირდება, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში ვიზიტი წინასწარ იყო დაგეგმილი და იგი ნიუ-დელიში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
აბას არაღჩი ინდოეთში ვიზიტამდე პაკისტანში იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანსა და ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებად ნაწილზე საჰაერო დარტყმები 7 მაისს განახორციელა. პაკისტანის არმიის ცნობით, ინდოეთის საჰაერო დარტყმების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. ამასთან, ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში პაკისტანის იერიშებს ინდოეთში სულ მცირე 15 პირი ემსხვერპლა. ინდოეთის მთავრობის განცხადებით, ეს იერიში ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ქაშმირში ტურისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხს წარმოადგენს, რომელსაც 26 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა