კონკლავის პირველ დღეს რომის პაპი ვერ აირჩიეს

სიქსტის კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამურიდან შავი ბოლი ამოვიდა, კონკლავის პირველ დღეს კარდინალებმა ახალი პაპის არჩევა ვერ შეძლეს.
ისინი ახლა სანტა მარტას რეზიდენციაში დაბრუნდებიან, სადაც იზოლაციაში იქნებიან კონკლავის (კენჭისყრის) მეორე დღემდე, რომელიც ხვალ იქნება.
აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არცერთი პაპი არ იყო კონკლავის პირველ დღეს არჩეული, ამიტომ კენჭისყრა შესაძლოა რამდენიმე დღე გრძელდებოდეს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი არ მიიღებს ხმების ორ მესამედს, რათა 267-ე გახდეს.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – თუ ადგილობრივ არჩევნებზე გავდივართ, ავტომატურად ლეგიტიმაციას ვცნობთ, რადგან ეს მათი არჩევნებია – „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრობის კანდიდატები 100%-ით სუს-თან თანხმდება