საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ილია მეორისადმი მიძღვნილ წერილს აქვეყნებს, სადაც იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების იუბილეს ულოცავს.
“სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით.
კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს”. – ვკითხულობთ წერილში.