Barrick Mining–მა (ყოფილი Barrick Gold) 2025 წლის პირველ კვარტალში 758,000 უნცია ოქრო აწარმოვა, – ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.
ეს 19%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, თუმცა, როგორც Barrick–ი აღნიშნავს, ეს შეესაბამება კვარტალური პროგნოზის ზედა ზღვარს (700-750 ათასი უნცია).
სპილენძის წარმოება 10%-ით გაიზარდა და 44 ათას ტონას მიაღწია.
Barrick–ი მსოფლიოში სიდიდით მეორე ოქროს მომპოვებელია. ოქროს აქტივები მდებარეობს აშშ-ში, ტანზანიაში, კანადაში, კონგოში, მალიში, პაპუა-ახალ გვინეაში, დომინიკის რესპუბლიკაში, კოტ-დ’ივუარსა და არგენტინაში, სპილენძის აქტივები კი საუდის არაბეთში, ზამბიასა და ჩილეში.
წყარო: interfax
