აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ 3 სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხეზე შეტყობინება მიიღეს

საელჩომ ინფორმაცია მიიღო შემდეგი სავაჭრო ცენტრების შესახებ:
· „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
· „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
· თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.
საელჩომ მოუწოდა თავის თანამშრომლებს, უსაფრთხოების მიზნით მოერიდონ ამ ადგილებს.
რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ „მუშაობენ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.
თბილისის სამ დიდ სავაჭრო ცენტრში, რომლებში ბომბის საფრთხის შესახებაც საქართველოში -ის საელჩოს აცნობეს, ევაკუაცია არ გამოცხადებულა. ცენტრები მუშაობას განაგრძობენ ისე, რომ კლიენტების ნაწილმა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებაზე არც კი იცის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

ნატო ჩხეიძე: ვუყურებ და მიკვირს: ამ ტვ იბერიას, ამ ჰოლდინგს და სულაც კომპანია ომეგას ან დამფუძნებელი არ ყავდა, ან დირექტორი, ან მენეჯერი მაინც, რომ ამხელა ფილარმონია კომისია მხოლოდ ტვ კორესპონდენტის მონაყოლის ამარა დარჩენილა