ნანუაშვილი სუს-ის განცხადებაზე: თუ მუშაობენ ჯერ, საიდან იციან რომ მორიგი ცრუ ამბავია? იქნებ არაა?

ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სუს-ის განცხადებას ეხმაურება, სადაც უწყება გამაფრთხილებელი განცხადების გამო საქართველოში -ის საელჩოს აკრიტიკებს.

როგორც ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკის საელჩოს გაფრთხილება, რაღაც ახალია.

შეტყობინება ტერორიზმის სავარაუდო შემთხვევაზე, ძირითადად ცრუ, არაერთი ყოფილა ადრეც. მაგრამ არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა, რაც ახლა ხდება. თუ დანაყოფები მუშაობენ, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა ვისი ვალდებულებაა? არ უნდა გააფრთხილონ მოქალაქეები? თუ მუშაობენ ჯერ, საიდან იციან რომ მორიგი ცრუ ამბავია? იქნებ არაა? სადაა ხალხზე ზრუნვა? საელჩო კი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, და ამისგან თავშეკავების მოწოდებაც რაღაც ახალია”, – წერს უჩა ნანუაშვილი. 

საქართველოში აშშ-ის საელჩომ 7 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც დიპლომატიური უწყება წერდა, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ:

  • „ისთ ფოინთი“ – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა;
  • „გალერია თბილისი“ – რუსთაველის 2/4;
  • თბილისის სავაჭრო სივრცე (იგულისხმება „თბილისი მოლი“) – დავით აღმაშენებლის 16.

“პირველების” გადამღები ჯგუფები სავაჭრო ცენტრებში იმყოფებიოდნენ, თუმცა ამ დროის მონაცემებით, არცერთ მათგანში ევაკუაცია არ არის გამოცხადებული.