ზურაბ ფარჯიანი: პაპის კონკლავი ოფიციალურად დაიწყო (ვიდეო)

“პადრე რაფაელ კაპო საზეიმოდ კეტავს სიქსტის კაპელის კარებს სიტყვებით „EXTRA OMNES“, რაც ლათინურად სიტყვასიტყვით ნიშნავს „ყველანი გარეთ“ პაპის კონკლავი ოფიციალურად დაიწყო.
პაპის არჩევნებმა თანამედროვე სახელი, “კონკლავი”, ლათინური cum clave-დან მიიღო, რაც „გასაღებით დაკეტილს“ ნიშნავს.
პირველი “კონკლავი” 1268 წელს ჩატარდა, რომის მახლობლად, ვიტერბოში ჩატარდა, სადაც კარდინალები თითქმის სამი წლის განმავლობაში ირჩევდნენ ახალ პაპს.
ჩიხიდან გამოსასვლელად, ადგილობრივებმა კარდინალები პაპის სასახლის დარბაზში გამოკეტეს, საკვებად მხოლოდ პური და წყალი დაუტოვეს და ფანჯრებიც ჩაუკეტეს. სასახლის დარბაზში სახურავიც კი მოხსნეს, თითქოს-და სულიწმინდის შეღწევის გასაადვილებლად, სინამდვილეში კი კარდინალების დისკომფორტი რომ კიდევ უფრო გაეზარდათ.
არჩევნებში გამარჯვებულმა, პაპმა გრიგოლ X-მ, გადაწყვიტა, რომ მსგავსი სიტუაცია აღარ განმეორებულიყო და შემოიღო ძირითადი წესები, რომლებიც დღესაც მოქმედებს კონკლავებზე.
კონკლავთან დაკავშირებული ბევრი შედარებით ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
მაგალითად სიქსტის კაპელა ერთადერთი ადგილი, სადაც პაპის ტარდება, მხოლოდ 1878 წელს გახდა. წარუმატებელი კენჭისყრის შემთხვევაში შავი კვამლის და პაპის არჩევისას თეთრი კვამლის გამოყენების წესიც მაშინ გაჩნდა.
აბა ვნახოთ ამჯერად რამდენი ხანი დასჭირდებათ”, – წერს სოციალურ ქსელში კლუბ ,,რა? სად? როდის?” მოთამაშე, სამოქალაქო აქტივისტი, ზურაბ ფარჯიანი.