რუსული ელიტის იახტები მალაიზიის დროშის ქვეშ დაცურავენ

რუსული ელიტის ბევრმა იახტამ, რომლებიც არ დაუპატიმრებიათ, შეიცვალა კარიბის პორტებში რეგისტრაცია და მალაიზიის დროშაზე გადავიდა.
ერთდროულად ოთხმა რუსმა მილიარდერმა თავისი გემების რეგისტრაციის პორტი ამ ქვეყანაზე შეცვალა. მათ შორისაა СУЭК-ის დამფუძნებლის ანდრეი მელნიჩენკოს იახტა A, ვლადიმერ პოტანინის Nirvana (88.5 მ), ლეონიდ მიხელსონის Pacific X (85 მ), ასევე VTB ბანკის პრეზიდენტის ანდრეი კოსტინის ორი გემი – Sea Rhapsody (65 მ) და Serenity and Unity (62 მ).
თუმცა, ამ იახტებით მსოფლიოში მოგზაურობა შეზღუდულია და ისინი ძირითადად არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებშია გაჩერებული. ბოლოს იახტა A მალდივის კუნძულებზე გაემგზავრა, Pacific X – სამხრეთ აფრიკაში, ხოლო ანდრეი კოსტინის იახტები თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან ახლოს დაცურავდნენ.
წყარო: moscowtimes