აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის 3 სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამის შესახებ განცხადება სსაქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“გთხოვთ, იცოდეთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისი სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
“ისთ ფოით” სავაჭრო ცენტრში – ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში – შუთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] – დავით აღმაშენებლის გამზირი 16…
დამატებით ინფორმაცია მიღებისთანავე შეგატყობინებთ , ” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
www.interpressnews.ge
