ნინო ხარატიშვილი: პათოლოგია ათეიზმი კი არ არის, პათოლოგიაა ღმერთის სახელით სიძულვილის დათესვა

„პათოლოგია კაცის უკანალის ჩვენება კი არ არის, პათოლოგიაა: ერის ერთი კაცის უკანალში ნებაყოფლობითი შეძრომა.
პათოლოგია ფილოსოფიურ-პორნოგრაფიული ლიტერატურა კი არ არის: სხვისი სექსის ყურება და გასაჯაროებაა შანტაჟის მიზნით.
პათოლოგია ფარისევლობაზე მსჯელობა კი არ არის, პათოლოგიაა ამ ფარისევლობაში ცხოვრება.
პათოლოგია სხვისი სექსუალური ცხოვრება კი არ არის, საკუთარი, დახშული ვნებების გამო, სხვისი ჩაქოლვაა.
პათოლოგია ვინმეს სექსუალური ორიენტაცია კი არ არის, პათოლოგიაა: მღვდელი შავ სუტანაში და „ტაბურეტკით“ ხელში.
პათოლოგია ათეიზმი კი არ არის, პათოლოგიაა ღმერთის სახელით სიძულვილის დათესვა.
პათოლოგია სეკულარიზმი კი არ არის, არამედ სახელმწიფოს და ეკლესიის ინცესტურ-ტოქსიკური „ქორწინებაა,“ რომელიც ერთმანეთს ხელს აფარებს და საჭიროების შემთხვევაში სისხლს სწმენდს.
პათოლოგია რელიგიაზე საუბარი კი არ არის, არამედ მაფიოზურ კლანად ქცეული ეკლესიაა, რომელიც ყველანაირ ქრისტიანულ იდეას ფეხით თელავს.
პათოლოგია ხელოვნებაში საზოგადოების კრიტიკა კი არ არის, ყველანაირი კრიტიკის დახშობის მცდელობაა.
პათოლოგია სპექტაკლი კი არ არის, არამედ ციხეში, წამებაში მკვდარი ადამიანის გადაფარვაა ამ სპექტაკლის მეშვეობით.
პათოლოგია თავისუფალი აზრის გამოხატვა კი არ არის, მისი სახელმწიფოს მიერ აკრძალვაა!
პათოლოგია ხელოვნების რაიმე ფორმა კი არ არის, არამედ ამ ფორმის სახელმწიფოსგან კარნახია.
პათოლოგია ადამიანის სისუსტე კი არ არის, ძალის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.
პათოლოგია ვერ იქნება ვერანაირი წიგნი, სპექტაკლი, ფილმი. იმიტომ, რომ თუ არ გსურს არ წაიკითხავ და არ ნახავ. მაგრამ პათოლოგიად ქცეულ რეალობას და ცხოვრებას რას უზამ? მასაც ხომ ვერ გამორთავ ტელევიზორივით ან წიგნივით ხომ ვერ დახურავ?
და ისე, ჩვენი მთავრობის საყვარელ ერს აქვს ესეთი გამონათქვამი:
каждый понимает в меру своей испорченности“ — წერს მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სპეკულაცია, რომელიც ოპოზიციამ, მედიამ და „ენჯეოებმა“ აშშ-ის საელჩოს განცხადებას მოაყოლეს, კარგი ილუსტრაციაა, როგორ შექმნა უცხოურმა დაფინანსებამ ჰიბრიდული ომის უკონტროლო მონსტრი

ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე – გაშლილი ხელი დამარტყა სახის მარჯვენა არეში, საკმაოდ ძლიერი იყო, მე განვიცადე ტკივილი – ჩემმა რამდენიმე თანამშრომელმა აღნიშნა, „ყური წითელი გაქვს, ლოყა წითელი გაქვს“, სარკეში ჩავიხედე და მქონდა სიწითლე