ში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში () შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა გახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტულია ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ყველა ამომრჩევლისთვის თანაბარი პირობების შექმნა.
გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო ს დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა სთვის მზადების პროცესზე, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც.
შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი ცესკოში მრავალი წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანია შშმ ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.
ჯგუფის შემადგენლობაში არიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები (შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).

ასევე დაგაინტერესებთ

ინიციატივა, რომ პროფესიულ სასწავლებლებს ჰქონოდათ თავიანთი წარმოებული პროდუქციის რეალიზების გზით გარკვეული კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლება, თავისთავად მისასალმებელია

როგორია დაუპირისპირდე ისეთ ძალებს, რომლებმაც 140 მილიონიან და 40 მილიონიან ქვეყნებს ერთმანეთში ომი დააწყებინა- ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულმა, შეძლო, დაუპირისპირდა და დღეს რომ მშვიდობა გვაქვს, მხოლოდ მისი დამსახურებაა

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა