იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ‒ მერაბ ტურავა, ლაშა მაღრაძე და გიორგი დგებუაძე, ასევე, თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი.
Previous: ერთადერთი, ვინც ამტკიცებს საქართველოში ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის ნებას და არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: პრაგმატული თვალსაზრისით ევროპისთვის ძალიან მომგებიანია საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ურთიერთობა, არადა ევროჩინოვნიკები ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყენებენ ძალიან არაობიექტურ და არასამართლიან პოლიტიკას