ფრიდრიხ მერცი კანცლერის სტატუსით პირველად საფრანგეთს ეწვია: “გერმანია-საფრანგეთის ახალი სტარტი” ევროპისთვის

და მე პარიზში შევთანხმდით “გერმანია-საფრანგეთის ახალ სტარტზე” ევროპისთვის”, – აცხადებს გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, რომელიც პოსტზე დამტკიცების შემდეგ პირველად საფრანგეთს ეწვია.
“ეს განსაკუთრებით შეეხება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს: ჩვენ გავზრდით თანამშრომლობას იარაღის სფეროში და გავაძლიერებთ ნატოს ევროპულ სვეტს”, – აღნიშნავს კანცლერი.
„პარტნიორები, მოკავშირეები და მეგობრები ევროპის გულში“ – წერს ფრიდრიხ მერცი X-ის ოფიციალურ გვერდზე და გამოთქვამს რწმენას, რომ ეს ორი ქვეყანა „ერთად წინ წასწევენ ევროპას“. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტი ეხმაურება მერცის ვიზიტს – „ჩვენს ხელშია, რომ ეს მოხდეს“, – წერს მაკრონი.
ფრიდრიც მერცი აღნიშნავს, რომ მას და ემანუელ მაკრონს არაერთხელ გაუზიარებიათ ერთმანეთისთვის მოსაზრებები – „ჩვენ გვჯერა გერმანია-საფრანგეთის მეგობრობის!“
ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება.
„გერმანია კვლავ იღებს პასუხისმგებლობას – არა ხმაურიანი, არამედ სანდო. არა ქედმაღლური, არამედ თანამშრომლური“, – აცხადებს გერმანიის კანცლერი.
ფრიდრიხ მერცს კანცლერის პოსტზე 6 მაისს მეორე მცდელობისას დაუჭირა მხარი ბუნდესტაგის 325-მა დეპუტატმა. პირველი კენჭისყრა წარუმატებელი აღმოჩნდა – მერცს 6 მხარდამჭერის ხმა დააკლდა (საჭირო იყო 316) და მეორე კენჭისყრა სამშაბათსვე, რამდენიმე საათში გაიმართა.
ფორუმი